მოსკოვის საპატრიარქო
შედგა რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელის შეხვედრა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-თან
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 13.12023. 11 დეკემბერს იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი ბასიანე (ზმეევი), რსმ-ის მდივნის, იღუმენ ნიკონის (გოლოვკო) თანხლებით იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვია.
მცირე სატახტო დარბაზში რუსეთის სასულიერო მისიის სამღვდელოება მიიღო უნეტარესმა თეოფილე III-მ, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა.
საუბრისას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასევე იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალურმა მდივანმა, კონსტანტინის მთავარეპისკოპოსმა არისტარხემ, მხარეებმა ერთობლივი მსახურების საკითხები განიხილეს, კერძოდ, ქრისტეს მოციქულის ზაქეს სახ. რუსეთის სულიერი მისიის მეტოქიონის 150 წლის იუბილის მოახლოებასთან დაკავშირებული პროგრამა და საორგანიზაციო საკითხები. დღესასწაული გაიმართება იერიქონში 2023 წლის 15 დეკემბერს, – იუწყება რსმ-ის პრეს-სამსახური.
უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილემ და არქიმანდრიტმა ბასიანემ ერთმანეთში მოსაზრებები გაცვალეს წმინდა მიწაზე ქრისტიანების ამჟამინდელი მდგომარეობისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ქრისტიანთა ყოფნასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევების შესახებ, რაც უკავშირდება არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციას და ღაზას სექტორში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024